Tuesday, May 17, 2016

                                         მეცხრე დღის რეფლექსია
    დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო იყო, პედაგოგებმა წარმოვაგდინეთ ჩვენი პროექტები და გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.
    ამ პროექტმა ბევრი რამ მომცა, ვისწავე როგორ უნდა განვახორციელო პროექტზე დაფუძნებული სწავლება, როგორ ჩავრთო, გამოვიწვიო მოსწავლეთა ინტერესი და მიზანმიმართულად გამოვიყენო სწავლის პროცესის ხარისხის ასამაღლებლად. დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებები, მშობელთა ჩართვა ნებისმიერ აქტივობაში.

Sunday, May 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავეცანით როგორ შეიძლება სწავლების დიფერენცირებული მეთოდების გამოყენებით, სწავლის ხარისხის ამაღლება. რესურსების ჩანართიდან გავეცანი მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგს და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების ჩართულობას პროექტებში. პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე, განვიხილეთ html კოდების ბლოგზე გადმოტანა გაჯეტების საშუალებით.

Thursday, May 12, 2016

მეხუთე-მეექვსე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესსზე. შეძლოს ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრა და დაიცვას საავტორო უფლებები. შევქმენი საინფორმაციო ბუკლეტი პროექტის შესახებ, მოვამზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რათა სწორად დავგეგმო მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული შეფასება
მეშვიდე დღის რეფლექსია

მომდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდებინე თვალსაზრისით, ვიმსჯელეთ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმებზე,მოვახდინე მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტაცია, განვიხილეთ ინდფივიდუალური მიდგომა სწავლების პროცესში.

Sunday, April 24, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტები. გამოვკვეთეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა. ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროცედურები. მოვამზადეთ პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.